უკრაინა მუშაობს „მოიერიშეების კოალიციის“ შექმნაზე და ამ საკითხში გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ევროპაში მისი ვიზიტების მიზანი ნაწილობრივ სწორედ ეს არის.
„ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა მან.